LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში ხვალ რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება

134
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში ხვალ რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის ვებგვერდზე ვრცელდება.

როგორც ცნობილი ხდება, სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

მათივე ცნობით, ხვალვე, 11:45 საათზე ბიუროს სხდომაც გაიმართება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ენმ-ის დეპუტატი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონი სამართლებრივად ხვალ უნდა მოკვდეს.

„ხვალ პარლამენტში სხდომა ჩაინიშნა 12:00 სთ-ზე.

არადა დილით მდინარაძემ მომავალ სესიაზე ჩავაგდებთო. ანუ 10 დღეში.

ეგონა მუხტი განელდებოდა მანამდე))

ახლა სხდომა ჩანიშნეს სასწრაფოდ ხვალ)

ხვალაც უნდა ვანახოთ პროტესტი!

სხდომა უნდა მიმდინარეობდეს გარეთ ასეთი პროტესტის ფონზე!

ხვალ უნდა მოკვდეს უკვე სამართლებრივად ეგ კანონი!”, – წერს წითლიძე.

ცნობისთვის, პარლამენტის წინ შეკრებილი აქტივისტების მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მმართველმა პარტიამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს.

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია

მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ გაიწვიეს კანონპროექტი – „მინდა გითხრათ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი…“

რას ნიშნავს კანონპროექტის გაწვევა?

სავარაუდოდ, „ოცნებამ“ იგრძნო, რომ სპეცრაზმებს მხუთავი გაზის კაფსულებთან ერთად, ქანციც ეცლებათ.. ტაქტიკური უკან დახევა ამჯობინა – რატი ამაღლობელი

პოპულალურები