LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ გაიწვიეს კანონპროექტი – „მინდა გითხრათ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი…“

263
ფორტუნა (69)

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უარს ამბობს ე.წ. აგენტების შესახებ შემუშავებული ორივე კანონპროექტის მხარდაჭერაზე.

როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განმარტა, გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დამდგარიყო.

მამუკა მდინარაძე: კანონი ჩავარდება – სპეკულაციები უნდა მორჩეს

„როგორც პასუხისმგებლობიანმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც პირველი რიგის ამოცანად ყოველთვის ისახავდა თითოეული მოქალაქის წინაშე პასუხისმგებლობას, მივიღეთ გადაწყვეტილება, ორივე პროექტთან დაკავშირებით, უარი ვთქვათ ამ პროექტების მხარდაჭერაზე და გავიწვიოთ ეს პროექტები.

მინდა გითხრათ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი, რასაც საპარლამენტო უმრავლესობა ეთანხმება. დილით არ გვქონდა საშუალება, უშუალო კომუნიკაცია გვქონოდა, დისტანციური კომუნიკაცია გვქონდა და მაშინ გადავწყვიტეთ ეს ამბავი.

ახლა შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტუროთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სრული შემადგენლობით ადასტურებს გადაწყვეტილებას და იზიარებს მას. მთავარი ამოსავალი წერტილი ამ გადაწყვეტილების საფუძვლად იყო ის, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუნდაც ერთი ადამიანის, ერთი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ეს იყო ამოსავალი წერტილი. როგორც ჩანდა, ამის რისკები შეიძლებოდა გაზრდილიყო. აქედან გამომდინარე პირველი რიგის ამოცანად დავისახეთ, რომ გვერდზე გადავდოთ ყველაფერი, ეს იყო წითელი ხაზი, წყალგამყოფი, რის გამოც ერთი ახალგაზრდის სიცოცხლეც კი არ გავრისკეთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია

რას ნიშნავს კანონპროექტის გაწვევა?

mazda magti 5g