LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: კანონი ჩავარდება – სპეკულაციები უნდა მორჩეს

192
მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ე.წ გავლენების კანონპროექტის გაწვევა მეორე მოსმენის საპარლამენტო სხდომაზე ჩავარდება და ამ საკითხზე სპეკულაციები უნდა მორჩეს.

აღნიშნულის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა სრული შემადგენლობით ადასტურებს:

„საქართველოს სჭირდება მსგავსი კანონები – აქციაზე მყოფი ახალგაზრდები, ნაცებმა, ენჯეოშნიკებმა, ჩვენი ქვეყნის მტრებმა გამოიყენეს“ – დიტო სამხარაძე

„ეს კანონი მეორე მოსმენაზე გავა და ჩავარდება, სპეკულაციები უნდა მორჩეს. რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, რაზეც უკვე ჩვენი გადაწყვეტილების შემდეგ დაისვა კითხვები, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ უკვე გააგზავნა. შესაბამისად, ჩვენ ვენეციის კომისიას აღარ ვთხოვთ, რომ დასკვნა გამოგვიგზავნოს.

ერთი კანონპროექტი, რომელზეც ეს შესაძლებელი იყო, „ხალხის ძალის“ მიერ უკვე გამოხმობილია და გაგზანვილია წერილი პარლამენტში, თავმჯდომარის სახელზე. მათივე მხრიდან მიწერილია წერილი, რომ უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე.

რაც შეეხება მეორე კანონპროექტს და მის გამოწვევის გზებს, მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ეს პროცედურულად გადაწყვეტს საბოლოოდ ამ საკითხს.“– განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 3-დღიანი სამოქალაქო პროტესტის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია.

სახლებში მივარდნები და შვილებზე თავდასხმები – მოძალადის უცვლელი ხელწერაა… საკადრის პასუხს მიიღებთ! – ნინო წილოსანი

პოპულალურები