„ქართული ოცნების“ დეპუტატი, დიტო სამხარაძე გუშინ პარლამენტთან, ე.წ გავლენის აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „ახალგაზრდებს რუსთაველზე ნაცი ლექტორების შანტაჟით არბენინებდნენ.“
სამხარაძის აზრით, „აქციაზე მყოფი ახალგაზრდები, ნაცებმა, ენჯეოშნიკებმა, ჩვენი ქვეყნის მტრებმა გამოიყენეს.“ როგორც უმრავლესობის დეპუტატი წერს, აღნიშნულ კანონპროექტს მხარს უჭერდა და მომავალშიც დაუჭერს.
თამარ კორძაია: მორჩა, ეს კანონი მკვდარია. ამ განცხადებას „ოცნება“ უკან ვერ წაიღებს
„გუშინდელ პოსტებში ავღნიშნავდი, რომ ეს ძლოკვები ახალგაზრდებს იყენებენ მძიმე პროვოკაციის დაგეგმისთვის-თქო, ახალგაზრდების მშობლებსაც მივმართე, მიუხედავად იმისა, რომ ადრეც, ახლაც და მომავალშიც მომხრე ვიქნები აგენტების გამოსააშკარავებელი კანონის მიღებაზე, ვფიქრობ რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო გუნდმა!
რატომ? მხოლოდ იმ პატარა გოგო-ბიჭების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომელებსაც დღეს ნაცი ლექტორების შანტაჟით არბენინებდნენ რუსთაველზე!
ვთქვი და ვიმეორებ, სიმართლეს ვეტყვით ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას! რაც შეეხება კანონს, აღნიშნულია, რომ მაქსიმალურად გავაცნობთ საზოგადოებას ამ კანონის მნიშვნელობას, ყველა რეგიონში, მუნიციპალიტეტებში, ახალგაზრდებთან გვექნება შეხვედრები.
საქართველოს სჭირდება მსგავსი კანონები, პირველ რიგში იმისთვის, რომ გუშინდელი აღარ გამეორდეს! აქციაზე მყოფი ახალგაზრდები, ნაცებმა, ენჯეოშნიკებმა, ჩვენი ქვეყნის მტრებმა გამოიყენეს, ჩვენ კი ამას არ დავუშვებთ!“ – წერს დიტო სამხარაძე.
შეგახსენებთ, რომ 3-დღიანი სამოქალაქო პროტესტის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია.