LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში დღეს ნათია თურნავას მოუსმენენ

56
დსდსდს

მინისტრის საათის ფორმატში დღეს საქართველოს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუსმენენ.

ნათია თურნავა დეპუტატებს წლიურ ანგარიშს წარუდგენს და შემდეგ მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოსმენას ოპოზიციური სპექტრის ნაწილი ესწრება.

„მოვისმენთ ქალბატონი თურნავას გამოსვლას და რა თქმა უნდა, კითხვები გვექნება. მე პირადად მაინტერესებს, თუ რა ენერგეტიკული პოლიტიკა აქვს დღეს საქართველოს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ ჰესის პროექტი ჩავარდა. ამასთან ერთად, რეალურად გაზრდილი არის მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ისევე როგორც არსებობს რეალურად გამოწვევები ენერგოუსაფრთხოების კუთხით. შესაბამისად, ჩემი მთავარი კითხვები იქნება ენერგოუსაფრთხოება და ის გამოწვევები, რომელიც მოითხოვს კონკრეტული პოლიტიკის შემუშავებას და რომლის შესახებაც ინფორმაცია საზოგადოებას არ გააჩნია”,-განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g