საქართველოს პარლამენტში სესიის მიმდინარეობისას უმრავლესობის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა. მიზეზი მძაფრი სუნი გახდა, რომელიც დარბაზში არსებული გაურკვეველი ნივთიერებიდან მოდიოდა. დეპუტატები მანდატურებმა დარბაზიდან გაიყვანეს და მოხდა მათი ევაკუაცია. ადგილზე გამოძახებულია სამაშველო სამსახური. დეპუტატები შენობაში რჩებიან და ელოდებიან სხდომის განახლებას.