ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ხვდება.
შეხვედრა პარლამენტში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მას პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა და უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ესწრებიან.
შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძე და ლილიან მორი პასკიე მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს გუშინ ეწვია, ოფიციალური შეხვედრები დღეიდან კი დღეიდან დაიწყო. დღესვე, ის წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში, შემდეგ კი, სოფელ ოძისში ჩავა, სადაც ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას დაათვალიერებს.