პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნას საპროცედურო და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭრია.
ფრაქცია 32 წევრისგან შედგება, მისი თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე იქნება, მოადგილეების თანამდებობებს კი ნატო ჩხეიძე, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ბოტკოველი დაიკავებენ.
კომიტეტმა ასევე მხარი დაუჭირა საპარლამენტო ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ რეგისტრაციის საკითხს, რომლის თავმჯდომარეც ხათუნა სამნიძე იქნება.
სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ რეგისტრაციის საკითხს.
კომიტეტის გადაწყვეტილებები პარლამენტის ბიუროს წარედგინება.