პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრა დახურულ ფორმატში იმართება. სხდომაზე განსახილველი მიმდინარე პოლიტიკური საკითხებია, მათ შორის მსჯელობა მიმდინარეობს მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე, ასევე 2017-2018 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტებზე.