დღეს, 22 სექტემბერს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენენ.
მინისტრის მოხსენების შემდეგ კითხვა-პასუხისა და დებატების პროცედურა გაიმართება.
ცნობისათვის, „მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმია, რომელიც მთავრობის წევრის მიერ წელიწადში ერთხელ პლენარულ სხდომაზე მისვლას და სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.