LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში შესულ ოპოზიციონერებს „გარეთ გახარია გამოყრის“ – ჭიჭინაძე

109
wIwI

პარლამენტში შესულ ყველა ოპოზიციონერს „გახარია გამოყრის გარეთ“. – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

„ნიკა მელიას ციხეში გამოკეტვა ყოფილა ქვეყნის გამარჯვება და არ გვცოდნია. კაცი ციხეშია და პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო შეხვედრა გაგვიმართეს გავიმარჯვეთო.

არ შეიძლება არ იყო იმის ერთგული, რასაც პრინციპი და სამართალი ჰქვია! თუ სულ რაღაც 2-3 თვის წინ მიცემულ პირობასაც კი ვერ ასრულებ, ან ამომრჩეველს რაზე უნდა ესაუბრო, ან პოლიტიკოსი რატომ უნდა გერქვას? მოკლედ, რაც 19 აპრილს მოხდა, ამის ძალიან კარგი შეფასება იქნება შემოდომაზე. როდესაც არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური კრიზისი დაძლეული არ იქნება და დღეს პარლამენტში შესულ ყველ ოპოზიციონერს სწორედ გახარია გამოყრის გარეთ, რადგან ინიციატივა სწორედ მის ხელში გადავა.

თუ რა თქმა უნდა ახლა „ოცნებაშიც“ არ შევლენ, ახლა უკვე მთავრობა და ბიუჯეტი რომ შეუნარჩუნონ „ოცნებას“,- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g