LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ სახელწოდებით FARA-ს სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი პროექტი დარეგისტრირდა, რომელშიც მათ შორის გადმოტანილია ტერმინები – „აშშ-ს პრეზიდენტი“, „კონგრესი“, „სახელმწიფო დეპარტამენტი“, „ხაზინის მდივანი“

111
შალვა პაპუაშვილი

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ – პარლამენტში ასეთი სახელწოდების კანონის პროექტი დაინიცირდა, რომელიც აშშ-ში მოქმედი FARA-ს სიტყვა-სიტყვით თარგმანს წარმოადგენს.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ტაბატაძემ დაადასტურა, რომ ინიციატივა აშშ-ში მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვანი თარგმანია და ის სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს, რაც მომავალში დასაკონკრეტებელი იქნება.

„კანონის აღსრულების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც აშშ-ში ამ კანონისთვის არის გათვალისწინებული, ქართულ რეალობასთან შეუსაბამოა.

გურამ მაჭარაშვილი: ანტიამერიკული აღარ არის აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნის და თანამდებობის პირების ლანძღვა?! – ახლა ჩვენ გავხდით პროამერიკელები და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გახდა ანტიამერიკელები?!

მაგალითად, საქმე ეხება კანონში მოხსენიებულ „კონგრესს“, „კონგრესის ბიბლიოთეკას“, „სახელმწიფო დეპარტამენტს“, „იუსტიციის დეპარტამენტს“, „ხაზინის მდივანს“, „ოლქის გენერალურ დირექტორს“, „აშშ-ს პრეზიდენტს“ და ასე შემდეგ. არის შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების საჭიროებაც.

„ძალიან ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში და მათ უნდა დავუპირისპიროთ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები – ყველა კანონპროექტი წარმოადგენს „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტს“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება განმარტა, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატება.

ასევე, კანონს მხოლოდ ერთი – „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება ახლავს თან და დანარჩენი საკანონმდებლო აქტების პროექტი თანდართული არ არის. გარდა ამისა, ჩვენ ქართულ სინამდვილეში მსგავსი საკანონმდებლო აქტი გვაქვს და თუ მიზანი აღნიშნული საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაა, ამ საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაზეც კანონპროექტი უნდა იყოს თან დართული“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის საპასუხოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, პარლამენტში ამერიკული კანონის სიტყვა-სიტყვით თარგმანის ინიცირება, რათა შემდეგ არ იყოს თარგმანში დაკარგვის მცდელობებიც კი“.

„აი, ეს არის ზუსტი თარგმანი და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია გაქვთ თარგმანთან დაკავშირებით, აგერ ვართ, წარმოადგინეთ ნებისმიერი ცვლილება და უკეთესი თარგმანი.

რაც შეეხება აღმასრულებელ ორგანოებს, საჭირო იქნება დამატებით იმ ორგანოების განსაზღვრა, რომლებიც ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ამ კანონის აღსრულებაზე იქნებიან პასუხისმგებელი.

„გვინდა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ჩვენი ღია შეთავაზება აშშ-ის ხელისუფლების მიმართ“ – ირაკლი კობახიძე

როგორც არის – პირდაპირ აშშ-ს პრეზიდენტიც კი ვთარგმნეთ, შტატებზე გავაკეთეთ მითითება და ქართულად დეპარტამენტის ხელმძღვანელიც კი ვთარგმნეთ, რათა არ იყოს ინსინუაციები, რომ რეგულაცია განსხვავებულია. ვართ ღია არგუმენტირებულად ვიმსჯელოთ, განვიხილოთ – დაზუსტდება თანამდებობის პირები და ორგანოები ქართულ რეალობასთან.

ჩვენი მიზანია, შემოღებული იყოს კანონი კონკრეტული სახდელებით თუ სასჯელებით – იმ ფორმითა და იმ ზომით, რაც აშშ-ში მოქმედებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ინიცირებას ბიუროს სხდომაზევე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელმაც თქვა, რომ ინიცირებული პროექტი არის FARA-ს სიტყვა-სიტყვითი თარგმანი, ყველა სიტყვა, ყველა მძიმე და ყველა წერტილი არის აშშ-ში მოქმედი კანონის იდენტური“.

კახა კალაძე – გვინდა, რომ აშშ-სთან, ევროპასთან ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყოს და ყველაფერი დავიწყოთ ახალი ფურცლიდან

„ნებისმიერი სპეკულაცია, რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რაც საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება, ამით დასრულებული იქნება“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ სამსჯელოდ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

უილსონი ეუთოს სამი კომიტეტის სხდომაზე: „საქართველოს დე ფაქტო რეჟიმი არღვევს ეუთოს ვალდებულებას, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები – მოვუწოდებ კოლეგებს, დაჟინებით მოითხოვონ ახალი არჩევნები საქართველოში!“

magti 5g