დღეს პარლამენტში მეათე მოწვევის პირველი სხდომა იმართება. ახლადარჩეულ კანონმდებლებს დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად მიენიჭებათ. პირველი სხდომის პარალელურად კი საკანონმდებლო ორგანოსთან არჩევნების გამოცხადებული შედეგების გასაპროტესტებლად აქცია იმართება.
საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან, სადაც მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უნდა დაიწყოს, ზებრის ფორმაში ჩაცმული აქტივისტი მივიდა. პროტესტის ამ ფორმას “ლეიბორისტების” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება სოციალურ ქსელში წარწერით:
“პარლამენტში უკვე იკრიბებიან ქართული ოცნების დეპუტატები”
თავად აქტივისტი პარლამენტში შეშვებას ითხოვს. მისივე განცხადებით, “სხვა ზებრები უკვე პარლამენტში არიან” და თავადაც სურს იქ მოხვედრა.
ვრცლად იხილეთ: რა მოთხოვნები აქვს ზებრას?