პარლამენტთან დღევანდელი აქცია საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლის თავს ეძღვნება, – ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა. დღევანდელ აქციაზე სიტყვით გამოვლენ ის სპიკერები, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ აგვისტოს ომთან. მისი თქმით, მათ შორის იქნებიან დეპუტატები, ბავშვები, ჯარისკაცები, აგვისტოს ომში დაღუპულების ოჯახის წევრები. რომლებიც თავიანთ სიტყვას დაიწყებენ სიტყვებით: “2008 წლის 7 აგვისტოს მე…”.
ამასთან, მისივე თქმით, დღეს ფოტოების სახით, წარმოდგენილი იქნება ქრონოლოგია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ასახავს – “1 გვისტოდან, 15 აგვისტოს ჩათვლით და მის შემდომ განვითარებულ მოვლენებს”.
ორგანიზატორების განცხადებითვე, დღეს 408 ფრანს აუშვებენ, აგვისტოს ომში დაღუპული სამოქალაქო და სამხედრო ადამიანების სახელზე. ასევე შესრულდება საქართველოს ჰიმნი. შეგახსენებთ, რომ დღეს ანტისაოკუპაციო აქციის 49-ე დღე
