LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან მდუმარე აქცია-პერფორმანსი „არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები” მიმდინარეობს

161
399832968_717272260448141_1177770686502441273_n

„არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები” – პარლამენტთან „ლელო საქართველოსთვის” მდუმარე აქცია- პერფორმანსს მართავს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ დაისაჯონ მოკლული თამაზ გინტურის მკვლელები და ასევე, გატაცებული საქართველოს მოქალაქე ლევან დოთიაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ტყვეობიდან.

„ამბობენ, რომ ტყვიები ზურგში აქვს მოხვედრილი, მანქანა კი ოკუპანტების მიერ სულ დაცხრილულიაო“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე

ცხინვალის ე.წ. „უსაფრთხოების სამსახური“ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: „საზღვრის დამრღვევები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, მესაზღვრეებს დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწიეს“

„დღევანდელი აქციის მთავარი შინაარსი არის ის, რომ დაფიქსირდეს საზოგადოების ერთობა იმ დანაშაულთან მიმართებით, რომელსაც ტერორისტულ სახელმწიფო ჩადის საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რაშიც უმოქმედობით, წახალისებით და არგაღიზიანების პოლიტიკით თანამონაწილეობს „ქართული ოცნება“, რომელმაც გაათამამა და გაათავხედა ტერორისტული სახელმწიფო რუსული კანონის ინიციირებით, პირდაპირი კავშირით კრემლთან, პირდაპირი ფრენების აღდგენით, ასი ათასი რუსის შემოდინებით ქვეყანაში და ა.შ..”, – აცხადებს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე.

აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა წლებში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული ქართველი გმირების ფოტოები გამოფინეს.

შეგახსენებთ, თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

დიმიტრი პესკოვი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე – ინფორმაციას არ ვფლობ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g