LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხინვალის ე.წ. „უსაფრთხოების სამსახური“ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: „საზღვრის დამრღვევები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, მესაზღვრეებს დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწიეს“

195
untitled-design-1-2022-12-19_18-24-36_275611

6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „უსაფრთხოების სამსახური“ ეხმიანება.

„სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს“ – სუსი

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ე.წ. „საზღვრის“ დამრღვევები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და დაკავების დროს მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს:

„მათ დაკავების მცდელობისას მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც მესაზღვრეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. საზღვრის დამრღვევებმა ნაჯახი გამოიყენეს. მოგვიანებით, მათ სცადეს ავტომობილით მესაზღვრეს შესჯახებოდნენ და შემდეგ საქართველოში გადასულიყვნენ.

ამ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, მესაზღვრეებმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, მას შემდეგ კი რაც სამართალდამრღვევები კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ, ცეცხლი გაუხსნეს მათი ავტომობილის საბურავებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისათვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.

შსს-მ კირბალთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 

ამავე თემაზე:

„როდესაც პრაგმატულ პოლიტიკას ტაშს უკრავს „ქართული ოცნება“, ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან“ – თეონა აქუბარდია სოფელ კირბალში მომხდარზე

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში“ – ირაკლი ღარიბაშვილი

გიორგი გახარია: ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას

„ინციდენტი ცნობილ ადგილზე მოხდა“ – სოფელ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია – მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად 

ირაკლი ანთაძე: შეხვედრაზე გაჟღერდა მოთხოვნები: უკანონო დაკავებულის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების დასჯა 

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: დამწუხრებული ვარ რუსი ოფიცრების მიერ საქართველოს მოქალაქის მიმართ განხორციელებული სასიკვდილო სროლით, ვითხოვ მეორე გატაცებულის გათავისუფლებას

ვიოლა ფონ კრამონი – საქართველოს რუსეთის ოკუპაციის 200-წლიანი გამოცდილება აქვს, რათა იცოდეს, რომ მოძალადესთან დათმობაზე წასვლა არასდროს მუშაობს – მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია ბოროტების დამარცხება

კალაძე – უმძიმესია დანაშაული, რაც სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა – საქართველო ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა დამნაშავემ აგოს პასუხი

magti 5g