LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: დამწუხრებული ვარ რუსი ოფიცრების მიერ საქართველოს მოქალაქის მიმართ განხორციელებული სასიკვდილო სროლით, ვითხოვ მეორე გატაცებულის გათავისუფლებას

145
BeFunky-collage (1)

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.

“დამწუხრებული ვარ საქართველოს ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან ახლოს რუსი ოფიცრების მიერ საქართველოს მოქალაქის მიმართ განხორციელებული სასიკვდილო სროლით. ვუსამძიმრებ ოჯახს და საქართველოს ხელისუფლებას. ვითხოვ მეორე გატაცებულის გათავისუფლებას“, – წერს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი სოციალურ ქსელში.

ირაკლი ანთაძე: შეხვედრაზე გაჟღერდა მოთხოვნები: უკანონო დაკავებულის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების დასჯა

ცნობისთვის, სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

„ინციდენტი ცნობილ ადგილზე მოხდა“ – სოფელ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლეობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

„სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს“ – სუსი

„როდესაც პრაგმატულ პოლიტიკას ტაშს უკრავს „ქართული ოცნება“, ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან“ – თეონა აქუბარდია სოფელ კირბალში მომხდარზე

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში“ – ირაკლი ღარიბაშვილი

გიორგი გახარია: ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას

ვიოლა ფონ კრამონი – საქართველოს რუსეთის ოკუპაციის 200-წლიანი გამოცდილება აქვს, რათა იცოდეს, რომ მოძალადესთან დათმობაზე წასვლა არასდროს მუშაობს – მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია ბოროტების დამარცხება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g