პარლამენტთან ინციდენტი მოხდა. ხორავას ქუჩაზე მომზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულს უკავშირდება სამართალდამცავების მიერ სარალიძის დაკავება.
რა უძღოდა წინ მომხდარ დაპირისპირებას, ჯერჯერობით უცნობია. ვიდეოში ისმის ზაზა სარალიძის სიტყვები “ხელი გაუშვი”.
შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
პარლამენტთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. სარალიძესთან ერთად დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილეც.
შსს-ში მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
შეგახსენებთ, სარალიძე 2 თვეა პარლამენტთან აქციას მართავს. პოლიცია მას კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევს.