პარლამენტის წინ, პარტია „გირჩის“ აქცია, სახელწოდებით „არა მონობას“ მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები „თავდაცვის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ. მათი მოთხოვნაა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლა ნებაყოფლობითი იყოს.
ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული „თავდაცვის კოდექსი“ პარლამენტის ბიუროს 6 თებერვალს წარედგინა. საკანონმდებლო პაკეტი მთელ რიგ სიახლეს ითვალისწინებს, მათ შორისაა ის, რომ სასულიერო პირი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებს. სასულიერო პირი არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება. ამასთან, გუშინ, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, თავდაცვის ახალი კოდექსით, სტუდენტის სტატუსი სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძვლად რჩება. უწყების ცნობით, სტუდენტები მხოლოდ სურვილის შემთხვევაში გაივლიან სამსახურს და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.