რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებმა უგუნო მამაკაცი იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცი აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენების დროს დასველდა. ექიმების ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, სხეულის გადაციება აქვს და ის შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.
მამაკაცს ექიმებმა ადგილზე პირველადი დახმარება გაუწიეს, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შეგახსენებთ, სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მხრიდან დაახლოებით დილის 05:00 საათზე გამოჩნდა. მათ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელები დაატოვებინეს. გამოყენებული იყო წყლის ჭავლიც.
აქცია პარლამენტის წინ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.