LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” პაუზას იღებს და საარჩევნო კამპანიას წყვეტს

159
maxresdefault

პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” პაუზას იღებს და საარჩევნო კამპანიას წყვეტს, მიზეზი მათი პარტიის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის კორონავირუსზე დადებითი პასუხია.

ეპიდემიოლოგიური სამსახური უკვე ჩართულია და თვითიზოლაციაშია გადაყვანილი ყველა ის პირი, რომელთაც 6 სექტემბრის შემდგომ პერიოდში ლევან გოგიჩაისვილთან კონტაქტი ჰქონდათ.

„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შემდგომ, ადასტურებს, რომ პარტიის პოლიტიკური მდივნის, ლევან გოგიჩაიშვილის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თითოეულ რეკომენდაციას თანმიმდევრულად შეასრულებს პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ თითოეული წარმომადგენელი.”-ნათქვამია განცხადებაში.

 

magti 5g