პარტია „გირჩი- მეტი თავისუფლება“ მზადაა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად ითანამშრომლოს. ინფორმაცია პარტიის Facebook-ზე გავრცელდა.
„პარტია “გირჩი- მეტი თავისუფლების” წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თბილისის მასშტაბით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად თანამშრომლობის შესახებ.
გადაწყვეტილება მიღებული იქნა კენჭისყრაში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით:
✅ მომხრე: 54.72% (232 ხმა)
❎ წინააღმდეგი: 45.28% (192 ხმა)
? კენჭისყრის პროცესი პარტიის წევრთა ფეისბუქ ჯგუფში დღეს 12.00 საათზე დაიწყო და 20.00 საათზე დასრულდა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.