LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი ახმეტის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

104
ირაკლი ქადაგიშვილი

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფლების: ალავერდის, ოჟიოს და მატნის მოსახლეობას შეხვდა, ასევე, დელეგატმა შეხვედრა ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში გამართა.

შეხვედრებზე დელეგატმა მოსახლეობას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, განხორციელებული პროექტები გააცნო.

მისი თქმით, ოჟიოში სასწავლო წლის დაწყება აღსაზრდელებმა და აღმზრდელებმა ახალ საბავშვო ბაღში იზეიმეს, მატანში უკვე დასრულდა N1 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს N3 საბავშვო ბაღის მშენებლობა. ხოლო, ახმეტაში, ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჩოლოყაშვილის ქუჩას და სკვერს, ასევე, რეაბილიტირდა ქალაქის შესასვლელში მდებარე შინმოუსვლელთა სკვერი.

ირაკლი ქადაგიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და ქალაქის ახალი იერსახის შექმნის პარალელურად, მოწესრიგდა წყლების და გზების ინფრასტრუქტურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები