„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის დელეგატობის კანდიდატი პაატა კვიჟინაძე, ჭიათურის მერთან გივი მოდებაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილთან ერთად , სოფელ წირქვალისა და ხვაშითის თემში შემავალი სოფლების: წირქვალის, ხალიფაურის, ქვედა ჭალოვანის,ზედა ჭალოვანის, ხვაშითის, ვაკევისის და ვანის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს არსებული პრობლემები, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ,,ქართული ოცნების” ჭიათურის ორგანიზაციის წევრები და სოფლების რწმუნებულები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.