„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის სოფლების: როხისა და ვარციხის მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. შეაჯამა სოფლებში მიმდინარე სამუშაოები.
„აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის სანიკიანებისა და ცაგარეიშვილების საუბნო გზების რეაბილიტაცია, რაც საკმაოდ მასშტაბური პროექტებია. სამუშაო ბევრი რჩება, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა ძალას გვაძლევს. მათ სჯერათ, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის უკეთეს მომავალს ქმნის,“- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.