„ევროპული საქართველოს“ დეპუტატები აცხადებენ, რომ პარტიის კუთვნილი მანქანა პოლიციამ გაიტაცა.
როგორც ირკვევა, მანქანით აქციისთვის საჭირო ნივთები, გასართობი ინვენტარი და შეშა გადაჰქონდათ.
დეპუტატი ირმა ნადირაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ავტომობილში პარტიის წევრებიც იმყოფებიან.
ამ ფაქტზე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიციამ თავდაპირველად მანქანის ქაშუეთის ეკლესიასთან გაჩერების საშუალება არ მისცათ, შემდგომ კი გაიტაცეს.