LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პარტნიორი ელჩების შუამავლობით დაგეგმილი იყო მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ ეს ბოლო წუთს ჩაიშალა” – გრიგოლ ვაშაძე

130
vaSaZe

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე “რუსთავი 2-თან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პარტნიორი ელჩების შუამავლობით დაგეგმილი იყო მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ ეს ბოლო წუთს ჩაიშალა.

მთლიანად ვეთანხმები! - მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე

გრიგოლ ვაშაძის განცხადებამ ქართულ პოლიტიკაში დაბნეულობა შეიტანა.

“ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურების მიერ, ჩაიშალა”, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, გამოსავალია მოლაპარაკების დაწყება და სანამ მოლაპარაკება არ დაიწყება, ვერავინ იტყვის, იქნება ის წარმატებული თუ წარუმატებელი.

“გამოსავალი რა არის აქედან? ხელისუფლების თურქმენიზაცია და ოპოზიციის მარგინალიზაცია? ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყნის მომავალი?” – ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

ვაშაძის თქმით, ის ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული იყო საელჩოებთან ამ მოლაპარაკებების დაწყების მიზნით. მან თქვა, რომ ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს, თუ რომელი ქვეყნის საელჩოები ცდილობდნენ დიალოგის წარმართვას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

magti 5g