LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილს შეხვდა: „ვისაუბრეთ იტალიაში მთავრობის გადაყენებაზე, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ზე“

382
Untitled design

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც არ უნდა ეზიზღებოდეს ვინმეს.. ღმერთისაგან და ადამიანისგან დავიწყებული გეოგრაფიული ერთეული თანამედროვე სახელმწიფოდ გადააქცია – გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილზე

სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ, გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მასთან ქართულ პოლიტიკაზე არ უსაუბრია:

“შემიძლია, გითხრათ, რაზე ვისაუბრეთ – უკრაინა, იტალიაში მთავრობის გადაყენება და ბატონი მარიო დრაგის დასრულება, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო.

არაფერი ქართულ პოლიტიკაზე ჩვენ არ გვილაპარაკია. ქართულ პოლიტიკაზე რომ ვისაუბროთ, მაშინ მე და მიშამ 2013 წლიდან უნდა დავიწყოთ საუბარი.

ამისთვის ახლა არც დროა და არც საჭიროება. მრავალპროფილურ, სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა ევროპის კავშირის ერთ-ერთი წინაპირობაა. ამას არც ოქსფორდის და არც სორბონის, კლინიკური იდიოტი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე, რა გითხრეს ბრიუსელიდან, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილზე”, – განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვრცლად ამავე თემაზე:

მიდის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან – რას აცხადებს „ფორტუნასთან“ მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთი უფლებადამცველი და სააკაშვილის თანაგუნდელები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები