LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პასუხისმგებლობას ეს კაცი გრძნობს, მაგრამ მას არ უთქვამს, მე დამნაშავე ვარო“ – ფურცხვანიძის ადვოკატი

164
ლაშა ფურცხვანიძე და ადვოკატი

„დასრულდეს პროცესი და ყველაფერს გეტყვით შემდეგ. მე ვარ ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ეს კაცი გრძნობს, მაგრამ მას არ უთქვამს, მე დამნაშავე ვარო“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია „გრინსერვის+ის“ დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა ტარიელ კიკნაძემ განუცხადა.

როგორც მან ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოსთან აღნიშნა, ყველაფერზე საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ ისაუბრებს. უფლებადამცველის თქმით, ლაშა ფურცხვანიძისთვის ბრალის წარდგენას არ ელოდება, რადგან საკმარისი მტკიცებულებები არ არის.

ცნობისთვის, სამმართველოში გამოკითხვაზე ამ დრომდე იმყოფებიან კომპანია „გრინსერვის+ის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვაკის პარკში, უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 არასრულწლოვანს კი დენმა დაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ამავე თემაზე:

მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი – „გრინ სერვისის“ დამფუძნებელი

„შადრევანი შემოწმებულიც იყო და დაექსპერტებულიც“ – მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გამოძიებამ გამოკითხა

magti 5g