სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ უეფა დაავალდებულა, ჯერსის საფეხბურთო ასოციაციის განაცხადი ევროპის მთავარ საფეხბურთო ორგანიზაციაში მოხვედრაზე განიხილოს.
ჯერსი – ეს არის კუნძული ლა მანშის სრუტეში, 100 ათასი მოსახლეობით. ის არ შედის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში, მაგრამ არის ბრიტანეთის გვირგვინის მფლობელობაში. ჯერსის საფეხბურთო ასოციაცია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციიდან გამოსვლას და უეფას შემადგენლობაში შესვლას გეგმავს.