LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”პატარა პრინცი”- ახალი ხაზი ტატიანა მეფარიძის კოლექციაში

183

დიზაინერი ტატიანა მეფარიძე მომხმარებელს ახალ ხაზს, სახელწოდებით ”პატარა პრინცი” სთავაზობს. როგორც დიზაინერმა ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას აღნიშნა, კოლექციაში სპორტულ ზედებსა და მაისურის ფორმის ჩანთებს წარმოადგენს.

მისივე ინფორმაციით, მსურველებს შეუძლიათ ჩანთებზე საკუთარი ინიციალების ამოტვიფრაც. ”საკუთარი ინიციალის ამოსატვიფრად შეკვეთა 1 საათით ადრე ხდება და შემდეგ უკვე მომხმარებელი სასურველი ჩანთის ნახვას „თბილისი მოლის” მეორე სართულზე შეძლებს. ხაზის მთავარი დევიზია ”ყველას ჰყავდეს თავისი პრინცი”, – განაცხადა დიზაინერმა.

ტატიანა მეფარიძის მაღაზიაში მსურველებს ბუნებრივი ტყავისა და ხავერდისგან შეკერილი ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და ტანისამოსის შეძენაც შეუძლიათ. დიზაინერის თქმით, წარმოდგენილი სამოსის ყველა ესკიზი მოთხოვნადი და სასურველია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები