LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატარა სტატისტიკა ვაწარმოე და მინდა გითხრათ..“ – კობახიძე პრემიერის წლიურ ანგარიშსა და ოპოზიციის მიერ კითხვების დასმის სტატისტიკაზე საუბრობს

131
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური მოხსენება შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ კითხვების დასმის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ისინი სინამდვილეში ინტელექტუალურადაც არ არიან მომზადებული, რომ რაიმე ტიპის საგნობრივ დებატებში ჩაერთონ.

„შთაბეჭდილება შემექმნა, რომ იტყოდით, გუშინდელ რაგბის თამაშზე, სადაც ქართველებმა არგენტინელებს მოუგეს, იქ მე ვთამაშობდიო“ – გოცირიძე ღარიბაშვილს

„მე პატარა სტატისტიკა ვაწარმოე სხდომის დროს და მინდა გითხრათ რამდენი კითხვა დაისვა სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით.

ეკონომიკასთან დაკავშირებით დაისვა 0 შეკითხვა, ენერგეტიკა – 0 შეკითხვა, რეგიონული განვითარება – 0 შეკითხვა, სოფლის მეურნეობის საკითხები – 0 შეკითხვა. ტურიზმი – 0 შეკითხვა, ჯანდაცვა – 0 შეკითხვა, სოციალური დაცვის და დახმარების საკითხები – 0 შეკითხვა, განათლება – 0 შეკითხვა, კულტურა – 0 შეკითხვა, სპორტი – 0 შეკითხვა. ოპოზიციის მხრიდან, საგნობრივი შეკითხვა დაისვა ინფრასტრუქტურაზე 2, საგარეო თემებზე 3 უხარისხო შეკითხვა დაისვა და თავდაცვაზე 1 უხარისხო შეკითხვა.

ელისაშვილი პრემიერს: „რიჟვაძემ თქვა, 2008-ში ომი ლაჩრულად წავაგეთო – მებრძოლებს შეურაცხყოფა მიაყენა, ერთი საჯარო შენიშვნა რატომ არ უთხარით?“ 

ეს არის ოპოზიციის სტატისტიკა, რაც აჩვენებს, რომ სინამდვილეში არც ინტელექტუალურად არ არის ოპოზიცია მომზადებული, რომ ჩაერთოს რაიმე ტიპის საგნობრივ დებატებში და საერთოდ არ აინტერესებთ ამ ადამიანებს ქვეყნის განვითარება,“ – განაცხადა კობახიძემ.

ინჯია: იცემა მიშველაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე – ბევრია კიდევ საცემი, მიზეზი რა არის, ბატონო პრემიერო? 

მისივე განცხადებით, ე.წ. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ომის პარტიაა, რომელსაც ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი უნდა.

პრემიერი: „ომის პარტიას“ უნდოდა მეორედ გაენადგურებინა ქვეყანა – ჩვენი პოლიტიკა, რეალურად სუვერენული და დამოუკიდებელია 

„რა თქმა უნდა, ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ღიზიანდება, როდესაც მათ საკუთარ სახელს არქმევენ. ეს არის ჩვეულებრივი ომის პარტია, რომელსაც ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი უნდა. ეს არის რეალობა და ამაზე მოუწია კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, პრემიერს აქცენტის გაკეთება. ამაზე ღიზიანდებიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, იმიტომ რომ მათ ყველაზე კარგად იციან, რომ სინამდვილეში, ისინი მტრობენ ჩვენს ქვეყანას. ამას აკეთებდნენ ისინი, როცა იყვნენ ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში და ამას აკეთებენ ახლა, ამ 11 წლის განმავლობაში, ოპოზიციაში. მათ ბუნებრივია აღიზიანებთ, როდესაც ის სახელი ერქმევათ, რომელიც სინამდვილეში უნდა ერქვათ, ეს არის ომის პარტია, რეგრესის პარტია, ეს არის პარტია, რომელიც დაკავშირებულია ყველანაირ მტრობასთან ჩვენი ქვეყნის მიმართ,“ – განაცხადა კობახიძემ.

ყველა გაოცებულია, პატიმრების რაოდენობა თითქმის 9000-მდეა შემცირებული, ენმ-ის დროს 25000 და 27000 იყო – 20 კვადრატულში 20 და 30 პატიმარი ჰყავდათ გამომწყვდეული, აი, ამ ჰუმანურ, პროევროპულ ძალებს – პრემიერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g