როგორც ცნობილია, სელენა გომესი და ბენი ბლანკო დაქორწინდნენ. ცერემონია კალიფორნიაში, სანტა-ბარაბარში გაიმართა. ქორწილს 170-მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის ტეილორ სვიფტი, პერის ჰილტონი, ედ შირანი, პოლ რადი, სტივ მარტინი, მარტინ შორტი და ა.შ…
ახლახან გავრცელებულ ფოტოებში ვხედავთ, რომ პატარძალს Ralph Lauren-ის სამი განსხვავებული საქორწინო კაბა ამშვენებდა.
რაც შეეხება სიძეს, ბენი ბლანკოს ტრადიციული კლასიკური შავი სმოკინგი ეცვა, მის „ლუქს“ კი მილიონ დოლარად შეფასებული სამკაულები ამშვენებდა.
ეს გახლდათ 22 კარატიანი ბრილიანტებით გაფორმებული, Jacob & Co.-ს საათი, 18 კარატიანი ოქროს ბეჭედი და ბრილიანტის Tennis-ის სამაჯური.