ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა კობა კოშაძეს პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარე სწორედ მის პატიმრობას ითხოვდა, ადვოკატი კი – 10 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას.
ქიბარ ხალვაშს არასოდეს ეკუთვნოდა „რუსთავი 2“.
ვაპირებ „რუსთავი 2“-ის წილის 80% გადავცე ათამდე მებრძოლ ჟურნალისტს - ოქრუაშვილი
პროკურორის განმარტებით, დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ახალი დანაშაულის საფრთხე არსებობს.
ადვოკატი საპასუხოდ განმარტავდა, რომ კოშაძეს თავდებში კონსტანტინე კემულარია, გუბაზ სანიკიძე და გურამ ჩალაღაშვილი უდგებოდნენ.
შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მონისტრის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას და ტარებას ედავებიან.