LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობას აღნიშნავს

82
1608154830-1576528094-news-10819-1513449801

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდება.

საპატრიარქოს ინფორმაციით, 17 დეკემბერს, 12:00 საათზე, წმინდა ბარბარესა და წმინდა იოანე დამასკელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის და დალოცავს ბავშვებსა და მრევლს.

ილია მეორე ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

დიდმოწამე ბარბარე IV საუკუნეში ცხოვრობდა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ქალწულმოწამე ბარბარე მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა. ერთადერთ შვილს მამა ზრდიდა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. მას შემდეგ, რაც ბარბარეს ჩუმად მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ, წმინდა ბარბარეს თავი თავად მამამისმა მოკვეთა.

წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება. ბარბარობის დღესასწაულზე ტაძრებში საზიარებლად ბევრი პატარა მიჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g