LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქი – ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას – შუღლით, ღვარძლით, ურთიერთმტრობით, სიცრუით, ამას ვერ მივაღწევთ და ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ

140
ფორტუნა - 2023-08-08T154325.776

ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაშია აღნიშნული.

როგორც პატრიარქი აღნიშნავს, შუღლით, ღვარძლით, ურთიერთმტრობით, სიცრუით ამას ვერ მივაღწევთ და ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ.

„15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რის შემდეგაც, აფხაზეთთან ერთად, უკვე საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი იქნა ოკუპირებული რუსეთის მიერ.

საერთაშორისო დონეზე არაერთხელ განგვიცხადებია და კვლავ გავიმეორებ, რომ ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც ჩვენი ძირძველი მიწა და განუყოფელი ნაწილია!

ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მთავარია სათნო ვეყოთ შემოქმედს, რომ ღირსნი გავხდეთ მისი წყალობისა.

შუღლით, ღვარძლით, ურთიერთმტრობით, სიცრუით… ამას ვერ მივაღწევთ და ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ.

საქართველოს ეკლესია ყოველ წირვაზე აღავლენს ლოცვებს, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ისე ერის სულიერი ერთობისათვის; ასევე მუდამ ვიხსენიებთ სამშობლოსათვის თავდადებულთ და ახლაც შევთხოვ ღმერთს, მართალთა თანა განუსვენოს და წიაღი აბრაამისა დაუმკვიდროს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილ ძმათამკვლელი ომის მსხვრეპლთ, მათ შორის, ოსებსაც და აფხაზებსაც.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მშვიდობით აკურთხოს მათი ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და ინებოს ჩვენი გაერთიანება, ჩვენი ძველი ურთიერთობების აღდგენა, ამინ.

ღმერთმა ერთობით აკურთხოს სრულიად საქართველო“,- ნათქვამია ილია მეორის მიმართვაში.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა

ღარიბაშვილი: „ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.. მაშინ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი – გახსოვთ, ჰალსტუხის ღეჭვა, თვითმფრინავის ხმის გამო წაქცეული, მიწაზე გართხმული, ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა“

ღარიბაშვილი: „ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება.. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს მიზანი მალე იქცეს რეალობად“

პრემიერი: „მშვიდობით, სწორი, ჭკვიანური და პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, მე ამის ღრმად მჯერა, ამის მწამს“

პოპულალურები