LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქი დიდი ხუთშაბათის მსახურებას სამებაში ესწრება

355
92843531-1109003352803355-2675352939907776512-o

პატრიარქი დიდი ხუთშაბათის მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში ესწრება. ამის შესახებ „ფორტუნას“ პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ  განუცხადა.

„მე სხვა ტაძარში ვესწრები წირვას, მაგრამ ვიცი, რომ პატრიარქი სამების ტაძარში ბრძანდება“, – აღნიშნა შარტავამ ჩვენთან საუბარში. 

არადა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დღეს პატრიარქი ტაძარში არ მისულა.

სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყო.

წირვის დასრულების შემდეგ ფეხთბანვის წესი სრულდება, რომლის დროსაც, წესის მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანს.

დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ მონაკვეთებს უფალი იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა 16:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, ხელისუფლება და ეკლესია მრევლს მოუწოდებს, დარჩნენ შინ და ისე ილოცონ.

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ტაძრები არ იკეტება და მრევლი, ვისთვისაც ტაძარში მისვლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები