LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქი კირილი ერთ-ერთი რუსული ვაქცინით აიცრა

123
patriarqi kirili

რუსეთის პატრიარქმა კირილმა კორონავირუსის საწინაარმდეგო აცრა გაიკეთა. რუსული მედიის ინფორმაციით, პატრიარქი ერთ-ერთი რუსული ვაქცინით აიცრა.

მათივე ინფორმაცით, ვაქცინაციის შემდეგ პატრიარქი კირილი თავს კარგად გრძნობს.

რუსეთის საპატრიარქოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, ვლადიმირ ლეგოიდა ამბობს, რომ ხანგრძლივი პაუზის გამო სინოდის სხდომა ჩვეულ რეჟიმში ჩატარდა. 

„დიახ, პატრიარქი აიცრა. ორივე დოზა მან ჯერ კიდევ მარტის 20 რიცხვამდე მიიღო“,- ციტირებს გამოცემა ლეგოიდას.

„რია ნოვოსტი“ წერს, რომ ეს კითხვა მათ წმინდა სინოდის სხდომის ფორმატის გამო გაუჩნდათ – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სინოდის სხდომა ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდა.

კითხვაზე, რომელი ვაქცინით აიცრა პატრიარქი, რუსეთის საპატრიარქოში ამბობენ, რომ პატრიარქმა კირილმა სამი რუსული ვაქცინიდან ერთ-ერთზე გააკეთა არჩევანი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა უკვე გაიკეთა მსოფლიო პატრიარქმა. მან ვაქცინაცია ჯერ კიდევ იანვარში გაიკეთა.

81 წლის მსოფლიო პატრიარქი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g