LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქი მოუწოდებს პარლამენტს, უვადო პატიმრობის საკითხს გადახედოს

93

ილია მეორე მიიჩნევს, რომ უვადო პატიმრობის წესი გადასახედია. როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, პარლამენტმა უნდა იფიქროს, რომ უვადო ფიზიკურ სამყაროში არაფერია, ღმერთის გარდა.

“ჩვენ გვყავს პატიმრები, რომლებსაც უვადო პატიმრობა აქვთ შეფარდებული, მათ დაკარგული აქვთ ყოველგვარი იმედი, რომ ოდესმე გამოვლენ და დაუბრუნდებიან ოჯახს, საქმეს და სამშობლოს. ჩვენმა პარლამენტმა უნდა იფიქროს ამაზე, რომ უვადო არაფერია ფიზიკურ სამყაროში, უვადო არის მარტო ღმერთი. ესა თუ ის პატიმარი, თუ დაადგა გამოსწორების გზას, შრომობს და აკეთებს სიკეთეს, მას, შესაძლებელია შევუცვალოთ უვადო პატიმრობა და დაუწესდეს გარკვეული ვადა”, – განაცხადა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ იგი უვადო პატიმრობამისჯილ მსჯავრდებულებს შეხვდა, „ისინი ლოცულობენ, შრომობენ, ხატებს წერენ.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g