LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქის ბიძა: „33 წლის წინათ ახალგაზრდა ბიჭს რაღაც ძალამ ხელი მოკიდა და მონასტერში წაიყვანა… თავიდან ყველა დაბნეული იყო” – რას ჰყვება ირაკლი ჟვანია შიო III-ზე

488
პატრიარქი

ცნო­ბი­ლი მო­ქან­და­კე – მო­ნუ­მენ­ტა­ლის­ტი ირაკ­ლი ჟვა­ნია პატ­რი­არ­ქს ბი­ძად ეკუთ­ვნის. ambebi.ge მასთან ინტერვიუს გვთავაზობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

– ერის­კა­ცო­ბა­ში პატ­რი­არ­ქი მუ­სი­კო­სი იყო და ერთ დღე­საც მო­ნას­ტერ­ში წა­ვი­და… რა რე­აქ­ცია ჰქონ­და ოჯახს მის არ­ჩე­ვან­ზე?

– … ემო­ცი­უ­რად მძი­მე იყო ეს მა­შინ, ყვე­ლა გა­ნიც­დი­და… 33 წლის წი­ნათ ვინ იფიქ­რებ­და, რამ­ხე­ლა რამ ხდე­ბო­და ჩვენს ოჯახ­ში, თურ­მე, რამ­ხე­ლა ის­ტო­რია იწე­რე­ბო­და… თა­ვი­დან ყვე­ლა დაბ­ნე­უ­ლი იყო, იმი­ტომ რომ ელიზ­ბარ­მა თა­ვი­სი წას­ვლით ოჯახს მის მო­მა­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნა აუ­რია… ელიზ­ბარ­მა კონ­სერ­ვა­ტო­რია და­ტო­ვა, მო­ნას­ტერ­ში წა­ვი­და და გახ­და შიო. აი ასე, 33 წლის წი­ნათ ახალ­გაზ­რდა თბი­ლი­სელ ბიჭს რა­ღაც ძა­ლამ მო­კი­და ხელი და წა­იყ­ვა­ნა მო­ნას­ტერ­ში… ჩვენ ყვე­ლა­ნი უფ­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში ვართ, რო­მელ­მაც შეგვქმნა. პატ­რი­არ­ქის უკან დიდი და კულ­ტუ­რუ­ლი ოჯა­ხი დგას – აკა­დე­მი­კო­სი ბა­ბუა დიდი ელიზ­ბარ ქურ­დი­ა­ნი, ექი­მი პრო­ფე­სო­რი ბე­ბია – თა­მა­რა ჟვა­ნია, უნი­ჭი­ე­რე­სი მშობ­ლე­ბი. მა­მა­მი­სი მუ­რა­ზი და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად არის მი­ვი­წყე­ბუ­ლი, რო­გორც ძა­ლი­ან დიდი კომ­პო­ზი­ტო­რი, რო­მე­ლიც სა­ო­ცარ მუ­სი­კას წერ­და. დიდი მად­ლო­ბა რე­ჟი­სორ გუ­გუ­ლი მგე­ლა­ძეს, ვინც თა­ვის ფილმში „ჩაკ­ლუ­ლი სული“ ბოლო ეპი­ზოდ­ში მუ­რა­ზის მუ­სი­კა გა­მო­ი­ყე­ნა და ამით შე­მო­ი­ნა­ხა თქვენ შე­გიძ­ლი­ათ იუ­თუბ­ზე მო­ის­მი­ნოთ ეს მუ­სი­კა ამ ფილმში. თუმ­ცა ვი­ტყვი იმა­საც, რომ მუ­რაზ მუ­ჯი­რის მი­ვი­წყე­ბა თა­ვი­სი­ვე ხა­სი­ა­თის „ბრა­ლია“, ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი იყო, არ აწუ­ხებ­და არა­ვის თა­ვი­სი პარ­ტი­ტუ­რე­ბით… ელიზ­ბა­რიც ნი­ჭი­ე­რი იყო მუ­სი­კა­ში. იმ მო­ცე­მუ­ლო­ბით, თუკი სხვა სცე­ნარ­ში იცხოვ­რებ­და, დღეს გვე­ყო­ლე­ბო­და მუ­სი­კო­სი ელიზ­ბარ მუ­ჯი­რი, უფ­ლის ნე­ბით, ეს ასე არ მოხ­და და გვყავს უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი შიო III…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g