LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქმა სალომე ზურაბიშვილს ნინოობა მიულოცა

104
ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ნინოობის დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტს მიულოცა. მან სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა.

”ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. განსაკუთრებით მივულოცავ, ვინც მის სახელს ატარებს. თქვენ იცით, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც ვუწოდებთ სალომეს, არის მატარებელი სხვა სახელის – ნინოსი. ვულოცავთ ჩვენს პრეზიდენტს ნინოობას, ღმერთმა ძალა მისცეს მას და საქართველოს.

წმინდა ნინოს ცხოვრება უდიდესი სასწაულია. თქვენ გიფიქრიათ, საიდან მოიპოვა ამდენი ძალა, ენერგია, რომ ამ შორეულ ქვეყანაში წამოსულიყო. ღმერთი იყო მასთან, ღმერთი მფარველობდა მას. მისი ლოცვა ძლიერია დღესაც. ჩვენ, ყველანი ვგრძნობთ მის შემწეობას. შეგეწიოთ წმინდა ნინოს მადლი და ღვაწლი, შეგეწიოთ მისი ლოცვები. ჩვენთან არს ღმერთი”! – აღნიშნა, პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი სამყარო წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ – 27 იანვარს მის გარდაცვალებას და 1-ელ ივნისს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g