LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატრიოტთა ალიანსი” საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომის დახურვას ითხოვს

40

“პატრიოტთა ალიანსი” ითხოვს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა დაიხუროს. ადა მარშანიას განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე დღეს საგარეო ურთიერთობების პრიორიტეტების განმსაზღვრელი რეზოლუციის პროექტი უნდა განიხილონ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა.

პროექტი 12 პუნქტისგან შედგება და ის პარლამენტს წარედგინება.

,,რეზოლუცია არ უნდა ერქვას ამ დოკუმენტს. ამის შესახებ მე კომიტეტის სხდომაზე ვიტყვი აუცილებლად. სათაური წავიკითხე მექანიკურად. მთავარია იქ ეწერა, რომ საგარეო პოლიტიკას ეხება ეს დოკუმენტი. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. იმედი მაქვს, რომ საფუძვლიანად ვისაუბრებთ ამაზე. ბევრი საინტერესო ფორმულირებებია. ბევრს ვეთანხმებით,მაგრამ რაღაც დებულებებს არ ვეთანხემით. მე საჯაროდ ვერ გეტყვით რას არ ვეთახმები. დოკუმენტში არის სერიოზული წინააღმდეგობა ძირითად საკითხებში. ჩვენი ძალის პოლიტიკურ შენიშვნებს კომიტეტზე აუცილებლად დავაფიქსირებ და მოვითხოვ იმასაც, რომ ეს კომიტეტი დახურულ ფორმატში წარიმართოს“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g