“ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, უნდათ რომ 20 ივნისს გამართონ აქცია – თითქოს ევროკავშირის ინტეგრაციის და სტატუსის მინიჭების მოთხოვნით” , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციაზე საუბრის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ “მეხუთე კოლონამ” ქვეყნის ომში ჩართვასთან დაკავშირებით ფიასკო განიცადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში პიტერ აკერმანის ვიზიტიც გაიხსენა:
“გახსოვთ, რომ ჩამოიყვანეს ერთ-ერთი ცნობილი რევოლუციონერი, რევოლუციის დამფინანსებელი და იდეოლოგი, ასე ვთქვათ, ბატონი აკერმანი, რომელიც ჩამოვიდა ღიად და საჯაროდ, რათა მოემზადებინა ჩვენი დესტრუქციული მეხუთე კოლონა, რომ მოეწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია, მშვიდობიანი გადატრიალება ქვეყანაში. ამ კაცს რა მოუვიდა ეს ცალკე თემაა, მოკვდა ის კაცი. პატრონი მოუკვდათ დესტრუქციულ ძალებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, “არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის” დამფუძნებელი და IREX-ის გლობალური მრჩეველთა საბჭოს წევრი პიტერ აკერმანი აპრილის დასაწყისში საქართველოში იმყოფებოდა. ის ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ შეხვედრას „რევოლუციურ გეგმების“ განხილვა უწოდა.
“არაძალადობრივი კონფლიქტების ცენტრის” დამფუძნებელი პიტერ აკერმანი გარდაიცვა