LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაველ ჰერჩინსკი: ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება, მოდით, შობა-ახალი წელი საქართველოს ამ ისტორიული მიღწევით აღვნიშნოთ

128
BeFunky-collage (5)

შობა-ახალი წელი ის დროა, როდესაც ბავშვობიდან მოყოლებული, სურვილს ვიფიქრებთ ხოლმე და მის ასრულებას ველოდებით. ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომლის კომენტარსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„ევროკავშირის ელჩად ყოფნის დროს, არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, ვისაც იგივე სურვილი არ ექნებოდა, ამიტომ, მოდით, შობა-ახალი წელი საქართველოს ამ ისტორიული მიღწევით აღვნიშნოთ. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!“, – აღნიშნავს პაველ ჰერჩინსკი და ქართველებს ახალ წელს ქართულ ენაზე ულოცავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები