LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაველ ჰერჩინსკი რეზოლუციაში სააკაშვილის შესახებ ჩანაწერზე: „ის, რაც ევროპარლამენტში მოხდა, ევროპარლამენტის ინიციატივაა“

179
პაველ ჰერჩინსკი და მიხეილ სააკაშვილი

„ის, რაც ევროპარლამენტში მოხდა, ევროპარლამენტის ინიციატივაა“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ განაცხადა, სადაც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებაც არის საუბარი.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ევროპარლამენტსა და ევროპარლამენტის წევრებს თავიანთი მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვა შეუძლიათ და ისინი საკუთარი ამომრჩევლების წინაშე არიან პასუხისმგებელნი.

„ევროპარლამენტი ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტია და ჩვენ მათ მიერ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასა და საკუთარი შეხედულებების გამოხატვის თავისუფლებას პატივს ვცემთ, რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ჩვენმა ლიდერებმა, მათ შორის კომისრებმა საკუთარი აზრი უკვე გამოთქვეს.

„ცდილობენ, ზურაბიშვილს პლაცდარმი მოუმზადონ, რომ მან სააკაშვილის შეწყალებაზე გადაწყვეტილება მიიღოს – რატომ უნდა ასოცირდებოდეს „კასტილიანი“ კაცის მფარველი პრეზიდენტი პროევროპულ ღირებულებებთან“ – სარჯველაძე

ჩვენ ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ მისი, როგორც პატიმრისა და სასამართლოში ბრალდებულის ყველა უფლება დაიცვას და რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოსა და ხელისუფლების სრულ განკარგულებაში ვართ, თუკი მათ სურთ, რომ ევროკავშირი რაიმე გზით ჩართული იყოს.

ასე რომ, რაც ევროპარლამენტში მოხდა ევროპარლამენტის ინიციატივაა. თუ ჩემს პირად აზრს მეკითხებით, პირად აზრს ჩემთვის ვიტოვებ“. – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მიხეილ სააკაშვილი: 1 კვირაში 150 ათასი ხელმოწერა შეგროვდა, არ არის გამორიცხული, რომ კიდევ ერთ კვირაში ხელმოწერების რაოდენობა გაორმაგდეს..ხალხის ასეთი აქტიურობა ნამდვილად იძლევა იმედს

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g