პედაგოგს, რომელიც მოსწავლემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული ა.კ. სენაკში დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 მარტს, ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელმა ა.კ.-მ, თავის კუთვნილ ავტოფარეხში და საცხოვრებელ ბინაში, მასთან დროებით მცხოვრები, 2002 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
