LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედრო პასკალის პასუხი ჯენიფერ ენისტონთან რომანის შესახებ დასმულ შეკითხვაზე

191
page

გასულ კვირას მედია ახალი ვარსკვლავური წყვილის ფორმირების შესახებ ალაპარაკდა. ინტერნეტსივრცეში ჯენიფერ ენისტონისა და პედრო პასკალის ერთობლივი ფოტოები გავრცელდა. წყვილმა დასავლეთ ჰოლივუდში მდებარე რესტორანში ივახშმა.

ახლახან 49 წლის პედრო ET-თან ინტერვიუში აღნიშნულ თემაზე ისაუბრა და ჯენიფერთან რომანი უარყო.

„შაბათს ერთად ვახშმობა მოვახერხეთ. ეს მხიარული ვახშამი იყო!“, – თქვა პასკალმა და ფანების ვარაუდები უარყო.

აღსანიშნავია, რომ პედრო პასკალი საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ დეტალებს საგულდაგულოდ მალავს და საჯაროდ არასდროს საუბრობს. წლების განმავლობაში მსახიობს მარია დიზიასთან, ლენა ჰედისთან და რობინ ტუნისთან ურთიერთობას მიაწერდნენ. ის დაქორწინებული არასდროს ყოფილა.

ორივე უშვილო, ორივე თავისუფალი – ჯენიფერ ენისტონისა და პედრო პასკალის პაემანი ჰოლივუდში – პაპარაცული ფოტოები

კრის ევანსი, დაკოტა ჯონსონი და პედრო პასკალი ახალ რომკომში – Materialists-ის გამოსვლის თარიღი ცნობილია

ჯასტინ ტერუმ ყოფილი მეუღლე, ჯენიფერ ენისტონი ქორწილში არ დაპატიჟა – ფოტოები საქორწინო ცერემონიალიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები