LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედრო პასკალისა და რაფაელ ოლარას რომანტიკული უქმეები ლოს-ანჯელესის პარკში – უახლესი ფოტოები

105
page

რამდენიმე დღის წინ 50 წლის მსახიობი, პედრო პასკალი და მისი მეგობარი, 47 წლის რაფაელ ოლარა უქმეებზე ნიუ-იორკში დააფიქსირეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებს მალევე მოჰყვა სხვადასხვა კომენტარი. საზოგადოება პედროს უახლეს გამოჩენას და კადრებს, რომელმაც მსოფლიო მედია მოიცვა, ჰოლივუდის ვარსკვლავის „ქამინგ აუთად“ აფასებს.

50 წლის მსახიობის „ქამინგ აუთი“ – ჯერ ვახშამი, შემდეგ სეირნობა, ბოლოს კი კინოთეატრი – პედრო პასკალის რომანტიკული უქმეები და კადრები, რომელმაც მსოფლიო მედია მოიცვა

ამჯერად პედრო რაფაელთან ერთად სეირნობის დროს ლოს-ანჯელესში გადაიღეს. ისინი ხელიხელგადახვეულები მიდიოდნენ და საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ.

ფოტოგრაფის შეკითხვაზე მათი ურთიერთობის შესახებ, პედრომ და რაფაელმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

ცნობისთვის ოლარას ბოლო საჯარო ურთიერთობა მსახიობ, ლუკ ევანსთან ჰქონდა. წყვილმა 2021 წელს ოფიციალურად დაადასტურა დაშორება. რაც შეეხება პედროს, მსახიობი პირად ცხოვრებას საჯაროდ იშვიათად განიხილავს და მის ურთიერთობებზე ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს.

ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა პედრო პასკალმა ბოლო 1 წლის განმავლობაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები