თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines ფრენების განხორციელებას ახალი მიმართულებით იწყებს. კერძოდ, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, რეგულარული რეისები იზმირი – თბილისი – იზმირის საჰაერო ხაზზე შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები იზმირსა და თბილისს შორის 4 მაისიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 22 თებერვალს მიენიჭა.