LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პეგასუსი” ანკარა-თბილისის მიმართულებას ამატებს

68
Boeing-737-86N,-Pegasus-Airlines-AN1631713

ავიაკომპანია „პეგასუსი“ საქართველოს მიმართულებით ანკარიდან ფრენებს იწყებს. პირველი ავიარეისი 2 ნოემბერს შესრულდება. ინფორმაციას  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

“თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა თურქული ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან. „თურქეთის ავიახაზებისა“ და „პეგასუსის“ წარმომადგენლებთან  შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიმართულებით ავიარეისების ოთხივე სეზონზე შესრულებას, გამოითქვა მზაობა ზამთრის სეზონზე  ბათუმის მიმართულებით გაგრძელდეს ოპერირება კვირაში 5 სიხშირით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს აჭარაში ტურისტული ნაკადების ზრდას. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით „თურქეთის ავიახაზებისა“ და ავიაკომპანია „პეგასუსის“ მიერ შესაძლო ავიარეისების დანიშვნის საკითხს”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები